ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბაღებში არსებული საკვები პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში არსებული საკვების პროდუქტების მარაგი სოციალურად დაუცველ მშობლებს, მრავალშვიალიან ოჯახებსა და მარტოხელა დედებს დაურიგდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საკვების გადაცემის მესამე ეტაპს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ბოლნისის N2 საბავშვო ბაღში დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით დროებით შეჩერდა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვების მარაგის გაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მშობლებს საკვები კარანტინის წესების სრული დაცვით დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ხორციელდება“, - აღნიშნულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა