ზაალ უდუმაშვილი - როცა ათიათასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი და ფიქრობენ პური როგორ იყიდონ, ამ ფონზე მილიონების ფლანგვა საკუთარი ახირების დაკმაყოფილებისთვის არის დანაშაული

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, როდესაც კორონავირუსის ეპიდსაშიშროების გამო ათიათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა და პურის ფულიც არ გააჩნიათ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ახირების დასაკმაყოფილებლად მილიონების ხარჯვა, დანაშაულია.

უდუმაშვილის თქმით, ახლა არ არის ის მდგომარეობა, რომ ხელისუფლებას ჩასაფრებულის პოზიციიდან ესაუბრონ, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომლებსაც რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

„მას შემდეგ რაც ჩვენი ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, ჩვენ არაერთხელ გამოვაცხადეთ და დავადასტურეთ, რომ დღეს არ არის პოლიტიკური კინკლაობის დრო და არ არის დრო ხელისუფლებას ვესაუბროთ ჩასაფრებული პოზიციიდან. დღესაც ვადასტურებთ, რომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ერთადერთი რეცეპტი, დღეს, კორონავირუსის დამარცხების არის ჩვენს ერთიანობაში და ჩვენს სოლიდარობაში. მაგრამ, არსებობს ფაქტები, რომლებსაც უბრალოდ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. აი ახლა ამ წუთას, როდესაც მე თქვენ გესაუბრებით, ხობში, სოფელ ქარიატაში მიმდინარეობს 4 ხის მზადება, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გადაიტანონ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში, შეკვეთილში. ეს არის დანაშაული, ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. დღეს, როდესაც ჩვენი ათიათასობით თანამოქალაქე დარჩა უმუშევარი, მათ ელემენტარული შემოსავალიც არ გააჩნიათ და ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, რომ ხვალ პური როგორ იყიდონ და როგორ შეიტანონ ოჯახში, აი ამ ფონზე მილიონების ფლანგვა საკუთარი ახირებისა და კაპრიზის დაკმაყოფილებისთვის დიახაც არის დანაშაული. ბიძინა ივანიშვილს ფინანსური კრიზისი ნამდვილად არ ემუქრება და ვერც მისი ოჯახი მრავალი წელი ვერ იგრძნობს ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ არსებობს დანარჩენი საქართველო, რომელიც დღეს შიმშილის ზღვარზე დგას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა