მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული გუდაურში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში არსებულ ვითარებას გაეცნო

გუდაურში მოწყობილ 4 საკარანტინე ზონაში, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 260-მდე მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, მეხუთე სასტუმროს დაკონტრაქტება მიმდინარეობს, სადაც უახლოეს დღეებში კიდევ ერთი საკარანტინე სივრცე მოეწყობა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასტუმროებში მოქალაქეთა ცხოვრებისა და კვების ხარჯები სრულად იფარება სახელმწიფოს მხრიდან. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ იმ სასტუმროების პერსონალს, რომელშიც საკარანტინე ზონა უნდა მოეწყოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლებისგან შესაბამისი გადამზადება უტარდებათ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გუდაურში იმ სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდა, სადაც ამჟამად საკარანტინე სივრცეებია მოწყობილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მთის კურორტების განვითარების კომპანიის გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკო ჩქარეული. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შალვა კერესელიძემ სასტუმროს მეპატრონეებისგან საკარანტინე სივრცეებში არსებული ვითარებისა და იქ განთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მათივე ცნობით, შეხვედრაზე სასტუმროს მფლობელებმა მათთვის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო