გორის მერიის თანამშრომლები უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის სახლში მიტანას უზრუნველყოფენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის სახლში მიტანას უკვე ერთი კვირაა ახორციელებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, დღეს სადილი სახლში, 50-მდე მსურველმა მიიღო. მათივე ცნობით, აქციაში ამ ეტაპზე გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახები არიან ჩართული. მათ შორის არიან როგორც ქალაქში, ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია მომზადებული ულუფების ბენეფიციარებამდე მიტანას უზრუნველყოფს. სადილი კი გორისა და ატენის ეპარქიის ხარჯებით მზადდება ეპარქიასთან არსებულ უპოვართა სასადილოში. გორის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში მოხალისეებად არიან ჩართულნი, გავლილი აქვთ ყველა ინსტრუქცია, რითაც შეუძლიათ დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე, სასადილოს ბენეფიციართა უსაფრთხოება. აღნიშნულ აქციასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მუშაობს, რომ კუთვნილი საკვები სახლში მიაწოდოს გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის 6000 აღსაზრდელს. დღემდე საკვებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი 900 აღსაზრდელი იღებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს