ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს აღენიშნება

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ კლინიკაში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ოთხიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს აღენიშნება.

ამასთან, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ოთხი მოქალაქე კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდება. ისინი საკარანტინო სივრციდან არიან გადაყვანილი.

საკარანტინო სივრცეში კი 1100 პირია მოთავსებული, ასევე 200-ზე მეტი პირი თვითიზოლაციაშია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს