წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82-მა მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82-მა მოქალაქემ დატოვა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომლებიც მოქალაქეები პირადად გააცილეს და პირადი ნივთების გადატანაში დაეხმარნენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, 82-ვე მოქალაქემ საკარანტინო ზონის დატოვებამდე შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარეს.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 82 ადამიანი სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა.

ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 14-დღიანი ვადის გასვლას კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე ელოდება.

82 მოქალაქე, რომელმაც დღეს კარანტინის ვადა დაასრულა, იტალიიდან, კერძოდ რომიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ისინი პრევენციის მიზნით 14-დღიან კარანტინში გადავიდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო