თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 182 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 182 ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერმა შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად თელავში ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სოციალური მიმართულებით მუშაობას, რომ სასურსათო კალათების სხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილება დროულად და ეფექტურად მოხდეს.

დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი სასურსათო კალათა 182 ოჯახს გადაეცა, მათ შორის შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა