რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ცაგერის მაღალმთიან სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რწმუნებული სოფელ ლახეფას ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა, რწმუნებული ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები.

აგრეთვე, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დახმარება აღუთქვა.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მხარის თითოეულმა მცხოვრებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს