ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ხუთ პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ხუთ მოქალაქეს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსზე კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მოქალაქეები საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანეს, მათ ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ისინი თავს კარგად გრძნობენ და ექიმების მეთვალყურეობას საკარანტინო სივრცეში გააგრძელებენ.

ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1100 მოქალაქეა მოთავსებული. აჭარაში კოვიდ19- ით ინფიცირებულთა მისაღებად კიდევ ორი კლინიკა იმუშავებს. კლინიკებში ბოქსირებული პალატები მოეწყობა. ამ ეტაპზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული 5 მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ერთ-ერთს ტემპერატურა აღენიშნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა