ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი მამაკაცი, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი 40 წლამდე მამაკაცი ქალაქის ჰოსპიტალში მოათავსეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მას თვითიზოლაციის პერიოდი დღეს უმთავრდებოდა, მაგრამ ტემპერატურა დაუფიქსირდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.

,,თვითიზოლაციაზე დღეს ავიყვანეთ 12 ადამიანი, აქედან ერთი საბერძნეთიდან, 4 მარნეულიდან და დანარჩენები თურქეთიდან იყვნენ ჩამოსულები. მათი ასაკი 24-დან 50 წლამდეა, ხუთი ქალია. საბერძნეთიდან ჩამოსული 40 წლამდე მამაკაცი სტაციონარში გადავიყვანეთ, მას თვითიზოლაცია დღეს უმთავრდება, მაგრამ, რადგანაც 37 გრადუსი ჰქონდა სიცხე, მეტი არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდა, ამიტომ დაგვაეჭვა, ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ დილით გვეცოდინება. ამჯერად მას არა აქვს სიცხე და როგორც დანარჩენები თავს კარგად გრძნობს. ჯამში 65 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში, ხოლო კარანტინში რჩება -7. დღეს ზედამხედველობა 4 ადამიანს დაუმთავრდა“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა