ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს კლინიკა „ფერომედის“ ექიმთა ჯგუფი ესტუმრა და COVID19-თან გამკლავებისთვის საჭირო რეკომენდაციები გააცნო

ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებს კლინიკა „ფერომედის“ ექიმთა ჯგუფი ესტუმრა და შექმნილ სიტუაციაში COVID19-თან გამკლავებისთვის საჭირო ის რეკომენდაციები გააცნო, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, ექიმთა ჯგუფი შემდეგ ობიექტებს - ცენტრალურ დამყვან ფაბრიკას, ცენტრალურ გამამდიდრებელ ქარხანას, დარკვეთის მაღაროსა და ნოფის მადნის სასაწყობო ტერიტორიას ესტუმრა.

„აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება და მთავრობის ყველა განკარგულებასა და რეკომენდაციას ასრულებს. კომპანიამ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის 21 მარტიდან დაიწყო.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ, ექიმებთან ანალოგიური სახის საინფორმაციო შეხვედრა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე მომუშავე პერსონალთან მოაწყო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა