ზუგდიდში 25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთოების მიზნით იქნა მიღებული, - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა მგზავრობის თანხის ნაღდი ფულით გადახდის საწინააღმდეგოდ განხორციელდა და ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება.

„ვინაიდან, არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადავაადგილდეთ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ასევე მოქალაქეების ტრანსპორტირება სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას,“ - აღნიშნა გიორგი შენგელიამ, რომლის კომენტარსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს