ლია გიგაურმა მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში გასავრცელებლად, გაზეთ „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები ქვემო ქართლის რწმუნებულს გადასცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად, გაზეთ „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები მარნეულის ბლოკ-პოსტთან, ქვემო ქართლის რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოცემები მოსახლეობისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ხელმისაწვდომი და ორივე მუნიციპალიტეტში დარიგდება. მასალები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის დროს ქცევის წესებს, ინფორმაციას COVID-19-ის შესახებ, რეკომენდაციებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებს N180 და N181, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებებს მოიცავს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, აპარატი ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც აზერბაიჯანულად, ასევე სომხურად თარგმნის და ავრცელებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დადგენილებებს, შეზღუდვებს, წესებს, რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.

„COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროულად გავრცელება და რაც მთავარია გათავისება. მოგეხსენებათ ისიც, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც არ საუბრობენ ქართულად და საუბრობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, სწორედ ამიტომ, ჩვენი აპარატის ინიციატივით, ყველა ის ინფორმაცია, რეკომენდაცია თუ დადგენილებები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, ინტენსიურად ითარგმნება მათ მშობლიურ ენაზე და ვრცელდება.

იმის გამო, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინის მოთხოვნები რომ მივიტანოთ მოსახლეობამდე, სპეციალური გამოშვებები გამოიცა „ვრასტანის“ და „გურჯისტანის“ ეს არის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთები, რომელშიც გაწერილია, როგორც 180-ე და 181-ე დადგენილებების მოთხოვნილებები, ასევე შეზღუდვებთან ერთად არის ის რეკომენდაციებიც, რომლებიც უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ. რეკომენდაციების დაცვა არის ყველას პასუხისმგებლობა, არამხოლოდ საკუთარი ახლობლების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე.

ჩვენ ყოველდღიურად ეს იქნება ფლაერების, სტიკერების სახით თუ სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით, ვავრცელებთ თარგმნილ ინფორმაციას და გვინდა, რომ მოვუწოდოთ მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობას, რომ დაიცვან ეს რეკომენდაციები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, -განაცხადა ლია გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს