ზუგდიდის მერი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოხალისეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებშია ჩართული და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. უმორჩილესი თხოვნა მექნება თითოეულ მოქალაქესთან, გაგებით მოეკიდონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც მერია კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ახორციელებს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი თანაქალაქელი გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოხვიდეთ სახლიდან“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ, რომლის კომენტარსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო