აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად ვამზადებთ დამატებით კლინიკებს

აჭარაში საკარანტინო სივრცეში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება და 1300-ზე მეტს აღწევს. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, აჭარაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ორი კლინიკა იმუშავებს, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულებს მოემსახურება.

მისივე თქმით, კლინიკა "მედალფა" ბათუმში, ხოლო "ევექსის" რეგიონალური კლინიკა ქობულეთში მიიღებს ინფიცირებულ პაციენტებს.

მინისტრის თქმით, კლინიკებში ბოქსირებული განყოფილებები მოეწყობა. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული ხუთი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ტემპერატურის მატებასთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.

"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ით დადასტურებული 5 პაციენტია, მათ შორის ოთხის მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, მინიმალური კლინიკური ნიშნებით. ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, რადგან მას გარდა ტემპერატურის მატებისა აქვს თანხმლები დაავადება, რომელიც პროგრესირების ეტაპზეა. დღის მანძილზე ხუთი ტესტირება ჩატარდა საკარანტინო ზონიდან და თვითიზოლაციიდან შეყვანილ მოქალაქეებზე და ხუთივე ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1300-ზე მეტი მოქალაქეა, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი. მათზე ხორციელდება სრული მონიტორინგი. ყოველდღიურად რამდენჯერმე ხდება მათი თერმოსკრინინგი. შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ, ამიტომ ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად ვამზადებთ დამატებით კლინიკებს. ბათუმში პირველ ეტაპზე ეს იქნება "მედალფას" კლინიკა, რომელიც ხვალ ჩაეშვება ამ ინფექციის სამართავად, მალევე მას დაემატება ქობულეთში ევექსის რეგიონალური ჰოსპიტალი", - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, აჭარაში სულ 67 მოქალაქე გამოიკვლიეს და 7-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.

"ორი მოქალაქე იყო ავსტრიიდან, გუშინ საღამოს დაგიდასტურეთ ერთი შემთხვევა, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფ ამ პირს ჰქონდა ტემპერატურა, გადაყვანილი იყო კლინიკაში და დაუდასტურდა ეს ინფექცია. მას შემდეგ დავიწყეთ შესაძლო ახლო კონტაქტების მოძიება და აღმოჩნდა რომ მასთან ერთად იმავე ბორტით კიდევ ერთი პირი იყო ჩამოსული ავსტრიიდან და ისიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.ისიც გვიან ღამით გადავიყვანეთ კლინიკაში, გამოვიკვლიეთ და დაუდასტურდა კოვიდ-19. ისიც სპეცრეისით თავისმა ქვეყანამ ყველა სტანდარტის დაცვით წაიყვანა. ორივე შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობის იყო",- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა