გიორგი მარგველაშვილი - დღეს იშვიათი გამონაკლისი ხდება, როდესაც პროფესიონალების ხელშია პროცესების მართვა და ხელისუფლებაც გრძნობს, რომ კორონავირუსს პოლიტიკური ნიშანი არ აქვს, ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ

დღეს საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისი ხდება, როდესაც პროფესიონალების ხელშია პროცესების მართვა. ხელისუფლებაც გრძნობს, რომ კორონავირუსს პოლიტიკური ნიშანი არ აქვს, ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პროცესების მართვა პროფესიონალებს მიანდო და ახლა ამ ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის.

„დღეს საქართველოში ის იშვიათი გამონაკლისი ხდება, როდესაც პროფესიონალების ხელშია პროცესების მართვა. დიპლომირებული, ხარისხიანი და აკადემიკოსი სპეციალისტების ხელშია პროცესი. ძლივს საქართველოს მთავრობამ ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და ეს საქმე პროფესიონალებს მიაბარა. ამიტომ მე მთავრობას ამ პროცესთან დაკავშირებით გავაკრიტიკებ მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამოწვევას ყველა ერთად დავამარცხებთ. მათ მიერ დაშვებულ ბევრ შეცდომას და სისუსტეს ვხედავ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს მათი კრიტიკის დრო არ არის. მათ ისედაც ბევრი საკრიტიკო ექნებათ მომავალში. ახლა არ შევეცდები, რომ ერთი მხრივ ამ ხელისუფლების აპოლოგეტი გამოვიდე და არც ამ ეტაპზე კრიტიკას დავუწყებ. დღეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგეს მათ და პროცესი მიაბარეს პროფესიონალებს. ისინიც გრძნობენ, რომ კორონავირუსს პოლიტიკური ნიშანი არ აქვს. ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ და რადგან ასეა, ერთად უნდა მოვუსვათ ამ ნავს. ნაპირზე რომ გავალთ, მერე გავარჩიოთ ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს