რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი - ამ დროისთვის რეგიონში სიმშვიდეა, ვირუსი არ დაფიქსირებულა

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის რეგიონში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებაშია აღნიშნული, სოფ. კვარცხუთში მყოფი პიროვნების ნაცხის ნიმუში, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამბროლაურის საავადმყოფოში აიღეს და საღამოს მიიღეს პასუხი, რომელიც უარყოფითია.

„დღეს, ამბროლაურში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფ. კვაცხუთში მყოფ პიროვნებას ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აღნიშნული პიროვნებას გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 28 თებერვალს ჩამოვიდა თბილისში, 14 მარტს კი - ამბროლაურში, მან დღეს მიმართა ამბროლაურის საავადმყოფოს ყელის ტკივილით, ხველით და ტემპერატურის მომატებით.

ოპერატიულად იქნა მიღებული ზომები, დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის მიერ, ადგილზე იქნა ნაცხი აღებული ამბროლაურის საავადმყოფოში, ტრანსპორტირებული იქნა დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ლაბორატორიაში, საღამოს მივიღეთ ნაცხის პასუხი, რომელიც უარყოფითია. ასევე, თქვენთვის ცნობილია, რომ ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოდან გუშინ ტრანსპორტირებული იქნა თვითიზოლაციაში მყოფი პიროვნება, ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით, პაციენტის პასუხიც ასევე უარყოფითია.

ამ დროისთვის რეგიონში სიმშვიდეა, ვირუსი არ დაფიქსირებულა, ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და იმედი მაქვს შევინარჩუნებთ სიმშვიდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - აღნიშნავს არჩილ ჯაფარიძე. ინფორმაციას რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს