ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი  არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ მამაკაცს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

,,არ დაუდასტურდა პაციენტს კორონავირუსი, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან გამოკვლევებით და სიმპტომატიკით არ ჰგავდა არანაირ ინფექციურ დაავადებას, ზოგადად მას არაფერი არ აწუხებს. სავარაუდოდ, ემოციის ფონზე აუწია სიცხე. ასე რომ, ჩვენთან არის სიმშვიდე და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ძალოვნები და ასე შემდეგ. თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს აკონტროლებს დღეში სამ-სამი ბრიგადა. სამუშაო ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრია, მაგრამ შედეგსაც ვაღწევთ“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა