ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით დეზინფექცია ჩაუტარდა დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს და საჯარო დაწესებულებას. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად გაგრძელდება და მის მიმდინარეობას ჯანდაცვის ცენტრი გაუწევს მონიტორინგს.

"მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება, სადაც ისმენენ ინფორმაციას ხარაგაულში არსებული მდგომარეობის შესახებ. დაბის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტები.

დღეის მდგომარეობით ხარაგაულში 12 პირი რჩება თვითიზოლაციაში და ხარაგაულის ერთი მოქალაქეა კარანტინში.

მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ყავს არც ერთი ინფიცირებული პაციენტი. სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე სრულ მონიტორინგს ახორციელებს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო