კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, შიდა ქართლში ქუჩებისა და სკვერების სანიტარული დამუშავება მიმდინარეობს

გორში ქუჩების, სკვერებისა და ურნების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ღამის საათებში, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები, ასევე, ადგილები, სადაც მოქალაქეები მეტად გადაადგილდებიან, დამუშავდა სპეციალური ხსნარით.

გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გორში მიმდინარე ღონისძიებებს უშუალო მეთვალყურეობას უწევენ შიდა ქართლის გუბერნატორი და გორის მუნიციპალიტეტის მერი.

„ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა არსებულ რეკომენდაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვას უსაფრთხოების ყველა წესი”, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქუჩებსა და სკვერებში ინტენსიური სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს