ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარატამენტი, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის1.8 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დავით აღმაშენებლის ქუჩა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იწყება, მიდის ქალაქის გარეუბნამდე და უერთდება სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძის წრიული მოძრაობის მოედანს.

უწყების ცნობით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ფაქტობრივად ამორტიზებული იყო.

“პრობლემის მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით განხორციელდება მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის გაფართოება-რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რაბილიტაცია და ახლის მოწყობა; გათვალისწინებულია მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა-მოწყობა; ტროტუარების, ლითონის მოაჯირების, ბეტონის კიუვეტებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები; დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, რაც ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 943 775 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა