ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ, კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შორის ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს ტემპერატურა აღენიშნება. მათივე განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პირს სხვა თანმდევი დაავადებაც აქვს.

რაც შეეხება ოთხ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკური ჩივილები არ აქვთ.

ამასთან, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, გვიან ღამით საკარანტინო სივრციდან მათთან ოთხი მოქალაქე კორონავირუსისთვის საეჭვო ნიშნებით შეიყვანეს. მათივე ცნობით, მოქალაქეებს კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს, რომლის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა და 1300-ზე მეტს გადააჭარბა.

თვითიზოლაციაში 100-ზე მეტი პირი იმყოფება, ხოლო 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს