ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებლი ნიშნებით მოათავსეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოში 20 მარტს ჩამოვიდა.

ოდიშარია ამბობს, რომ პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ამ დრომდე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია.

„პაციენტი იყო თვითიზოლაციაში. ის საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა 20 მარტს, ზედმიწევნით იცავდა თვითიზოლაციის წესებს. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებოდით. ტემპერატურა გუშინდელ დღემდე არ ჰქონდა. გუშინ საღამოს აუწია და გადმოყვანილ იქნა ინფექციურ საავადმყოფოში“, - ამბობს ნანა ოდიშარია.

ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით კიდევ ერთი პირი იმყოფება, რომელიც ანაკლიაში არსებული საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს