ჯანდაცვის სამინისტრო ბანკებს, აფთიაქებს და სავაჭრო ობიექტებს სთხოვს, ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად იატაკზე გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები - „აქ დაელოდე რიგს“ ან „მოიცადეთ აქ“!

ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურების სექტორს ბანკებს, აფთიაქებს და სავაჭრო ობიექტებს სთხოვს, ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით "აქ დაელოდე რიგს" ან "მოიცადეთ აქ! დაიცავით დისტანცია").

გარდა ამისა, მათი რეკომენდაციაა, დამსაქმებელმა შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე; სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი რესპირატორით;

გთავაზობთ მომსახურების სექტორისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს:

"პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;

სამუშაოს დაწყების წინ უნდა გაკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;

იქ, სადაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უზრუნველყოს დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;

მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები.

გამოყოს პიროვნება ვინც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;

ეცადოს მოძებნოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები. წაახალისოს დისტანციური გადახდები.

შენობის შესასვლელებში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარებისწესები;

დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან (მათ შორის თხევად საპონთან და ქაღალდის ხელსახოცებთან) და სახის ნიღბებთან;

უზრუნველყოს გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსება დახურულ კონტეინერებში და მათი დროული გატანა შენობიდან, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

უზრუნველყავთ მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საწმენდი საშუალებები მის გასაწმენდად;

შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდგანსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას. დააწესეოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე;

სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებითდაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი რესპირატორით;

3.დასაქმებულები უზრუნველყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, რესპირატორი);

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

დაასუფთავეთ სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;

საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ ;

მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა) და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია(არანაკლებ 2 მ-სა);

დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი მოათავსეთ ურნაში;

გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;

მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება, ასევე მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.

მობილური ტელეფონის/ქალაქის ტელეფონის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ ტელეფონს შეეხეთ ხელებით, რომელიც პოტენციურად ვირუსის გადამტანია. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებება" - მითითებულია "stopcov.ge-ზე".

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარდა ამ რეკომენდაციებისა, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის კაბინასთან დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მოწყობასაც ითხოვს.

რაც შეეხება სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსონალისთვის განკუტვნილ რეკომენდაციებს, დამსაქმებელი ვალდებულია, შემომსვლელ მგზავრთაგან განცალკევების მიზნით გამოიყენოს გამჭვირვალე ფიზიკური ბარიერები საზღვრის დაცვის ოფიცრებისა და სხვა მუშაკებისთვის. ასეცე, სპეციალური განცალკევებული ზონები, როგორიცაა, მაგალითად: სპეციალური,იზოლირებული ოთახები დასაკეტი კარით, რათა თანამშრომლებმა მოახდინონ იმ მგზავრთა იზოლაცია, რომლებიც სავარაუდოდ COVID-19-ით არიან დაინფიცირებულები, მათ შორის ისინიც, ვინც ადასტურებენ ინფექციის სიმპტომებისა და/ან ნიშნების არსებობას.

თუ მუშაკები ატარებენ მგზავრთა თერმოსქრინინგს, უნდა გამოიყენონ უკონტაქტო (თერმული სენსორი) თერმომეტრები, რათა თავიდან აირიდოთ მუშაკთა შეხება დაავადებულ მგზავრებთან და მაქსიმალური დისტანცია დაიცვათ მუშაკსა და ასეთ მგზავრს შორის.

გარდა ამისა, დამსაქმებელმა არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების შესაბამისად უნდა განსაზღვროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საჭიროება (ხელთათმანები, თვალის და სახის დამცავი საშუალებები). საზღვრის დაცვის ოფიცრები, რომლებიც შედიან იმ ოთახში, სადაც ის მგზავრები არიან იზოლირებულნი, რომლებსაც სავარაუდოდ აღენიშნებათ COVID-19-ის ვირუსი, მაგალითად: დამატებითი (მეორადი, მესამეული) სქრინინგის ეტაპის დროს, შესაძლოა საჭიროებდნენ მაღალი დონის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით დაცვას, (რეკომენდირებულია კომბინიზონი და რესპირატორები FFP2, FFP3). მსგავს შემთხვევებში, რესპირატორები უნდა გამოიყენოთ მწარმოებლის მიერ მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გახდის/ მოხსნის შემდეგ, აუცილებელია ან ხელების დაბანა საპნით და წყლით, ან დამუშავება ალკოჰოლის შემცველი (მინიმუმ 70%) შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. ერთჯერადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გახდის/ მოხსნის ადგილებზე განათავსეთ ბიოლოგიურად სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი შესაბამისი კონტეინერი. ნარჩენების გატანა უზრუნველყავით პერიოდულად, შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა