ქვემო ქართლის რწმუნებულის ინფორმაციით, მარნეულის მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულის მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ მცირე სირთულე შეიქმნა „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა მალე მოგვარდა და მოქალაქეები თანხას შეუფერხებლად იღებენ.

„საკარანტინო რეჟიმი ჩვეულებრივად მუშაობს. ხედავთ, რომ დისტრიბუცია, პროდუქტებით მომარაგება, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება გარკვეულ პრობლემებს, გუშინ იყო შექმნილი მცირედი სირთულე „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ერთ საათში ეს ყველაფერი მოგვარდა. შეუფერხებლად დარიცხულია თანხები და იღებენ. ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა, აქედან 10 გამოჯანმრთელდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა