რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამერიკიდინააა ჩამოსული, რთული არ არის.

როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, აღნიშნულ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა, სუნთქვის უკმარისობა არ აღენიშნება.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტია, ამ პაციენტების ძირითადი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოგეხსენებათ, რომ გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიაგნოსტირებული იქნა პირველი კოვიდინფექცია, ეს გახლავთ მამაკაცი, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან, ანუ ამერიკის კლასტერიდან არის. ჩამოსვლისთანავე თვითიზოლაციაში იყო, მერე წამოვიდა ტემპერატურა და ამის გამო მომართა კლინიკას. სახლში 2-3 დღის განმავლობაში იყო, უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არ არის რთული, აქვს პნევმონია, დღეს კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურდა, რომ ეს პნევმონია ორმხრივია. თუმცა, სუნთქვის კომპონენტი გაუარესებული არ არის. პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ არის, თუმცა, ბოქსირებულ პალატაშია, სადაც საღამოს 5-6 საათამდე გვეყოლება და შემდეგ პაციენტს გადაიყვანენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რადგან როგორც მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო მზადდება იმისათვის, რომ ცენტრალური საავადმყოფო იყოს. ამიტომაც ჩვენი ვალია, პაციენტები მივიღოთ, დავაკვალიანოთ, გავტესტოთ და საჭიროების შემთხვევაში გავგზავნოთ სხვადასხვა ჰოსპიტალში, გააჩნია, რა ჩვენება იქნება მათი ტრანსპორტირების“, - განაცხადა გოფოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა