საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ოთხი პაციენტია მოთავსებული. მათგან, ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ქუთაისიდან გადაიყვანეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამ პაციენტს, რომლებიც კლინიკაში ორი კვირის წინ შევიდნენ, განმეორებით ანალიზებს აუღებენ.

„დღეს ან ხვალ ამ სამ პაციენტს ავუღებთ ანალიზებს, თუ უარყოფითი პასუხი მოვიდა, 24 საათში განმეორებით შემოწმდებიან და თუ ისევ უარყოფითი პასუხი თუ მოვიდა, ამ შემთხვევაში გავწერთ. მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია. საშუალო სიმძიმის არის მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც ესპანეთითან არის ჩამოსული", - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, აქ ხუთ პაციენტზე მიიღეს პასუხი და მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს