ბრაზილიაში აივნებიდან და ფანჯრებიდან მოსახლეობამ პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქცია გამართა

მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტ ჟაირ ბლოსონაროს წინააღმდეგ აქცია აივნებიდან გამართა. სლოგანით „მოშორდი ბორსონარო!“ მოსახლეობის ნაწილის აქცია აივნებიდან და ფანჯრებიდან ერთსა და იმავე დროს დაიწყო.

გავცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ დემონსტრანტები ხმაურობენ და ტაფებს, ქვაბებს და კოვზებს იყენებენ.

„ჩვენ ვეღარ ავიტანთ, რომ მსგავსი ადამიანი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. ის პრეზიდენტი კი არა მასხარაა, რომელმაც არ იცის რას აკეთებს“,-აცხადებს ერთ-ერთი დემონსტრანტი აივნიდან.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონერომ კორონავირუსს „მედიის ტრიუკი“ უწოდა. მისი თქმით, მედია ცდილობს მოატყუოს ლათინო ამერიკელები პანდემიის შესახებ. მისი თქმით, ზოგიერთი ქალაქის და რეგიონული მთავრობის მიერ მიღებული ზომები ისტერიაა და კორონავირუსი უბრალოდ „პატარა გრიპია“.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა