კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მერია დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, მერიის გარკვეული სამსახურების თანამშრომლები, მათი მუშაობის სპეციციფიკიდან გამომდინარე, შენობაში მუშაობას მაინც აგრძელებენ.

უწყების ცნობით, კორონავირუსის პრევენციისა და საჯარო მოხელეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შპს „დეზ-ეფექტი“-ს თანამშრომლებმა მერიის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

„აღსანიშნავია, რომ მერიის შენობაში ასევე დამონტაჟებულია სპეციალური დისპანსერები, სადაც ანტისეპტიკური ხსნარია მოთავსებული. მერიის შენობის წმენდა-დეზინფექცია რეგულარულად ხორციელდება.

შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა, მერიის შენობის გარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების, ბაღებისა და მუნიციპალური შენობების დეზინფექცია უკვე განახორციელეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო