სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს კერავენ და მოსახლეობას უფასოდ ურიგებენ

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს კერავენ და მსურველებზე უფასოდ გასცემენ. სამკერვალოს დამფუძნებელი, ნინო უმეკაშვილი აცხადებს, რომ უკვე 1500-მდე პირბადე აქვთ გაჩუქებული და კერვის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი წვლილი შემეტანა კორორნავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში. გადავწყვიტე, ჩემს სამკერვალოში შემეკერა და მოსახლეობისთვის უფასოდ დამერიგებინა პირბადეები. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა და მოქალაქეთა ჩართულობაც. ადგილობრივებს თავად მოაქვთ სხვადასხვა ქსოვილი და უსასყიდლოდ გვაძლევენ, რომ მეტი პირბადის შეკერვა შევძლოთ. მკერავები არ გვყავს, სულ ოთხნი ვმუშაობთ და აქედან ერთი მათგანი ჩვენი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც კერვა ახლა ისწავლა. გვერდში გვიდგას ადგილობრივი ხელისუფლება, მათი და მოსახლეობის დახმარებით, შეგვიძლია გავაკეთოთ კეთილი საქმე”- ამბობს ნინო უმეკაშვილი.სამკერვალო საწარმო შიდა ქართლის გუბერნატორმაც დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო.

„მსოფლიო პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ყველა რეკომენდაციის დაცვას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთ დამცავ საშუალებად მიჩნეულია პირბადეებით სარგებლობა. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ რამდენიმე მაღალპასუხისმგებლობიანი საწარმო, ერთ-ერთი არის მეჯვრისხევის სამკერვალოც, რომელიც პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნდა და საკერავი მანქანები შეიძინა, ამ საწარმომ, საკუთარი სურვილით, უსასყიდლოდ შეკერა პირბადეები და გადასცა მოსახლეობას. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიგი ხოჯევანიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს