ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - ბელარუსელი მძღოლები ჰოსპიტალიზებული არიან, თბილისიდან დიაგნოზს ველოდებით

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ბელარუსის მოქალაქე მძღოლები ჰოსპიტალიზებული არიან და მათი გაწერის თაობაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც თბილისიდან დიაგნოზის პასუხი მოვა.

ამასთან, მისი თქმით, 8 სპეციალიზირებული ტექნიკაა შესული ბოლნისსა და მარნეულში, რომ ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს.

„ფაქტობრივად ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს. ეს ღონისძიებები დღესაც გრძელდება. გუშინდელი ინფორმაციიდან რამდენიმე საყურადღებო ფაქტი იყო, თუმცა გადმოყვანისა და შემდგომი კვლევების შემდეგ, ერთი ადამიანი ანგინით უკან დააბრუნეს და ადგილობრივად მიდის შესწავლა. გეტყვით, რომ ჩვენი ძალებით სულ 20 ათასამდე მოსახლე გამოვიკვლიეთ.

ბელარუსელი მძღოლები ჰოსპიტალიზებული არიან და იქ რჩებიან, თუმცა თბილისიდან დიაგნოზს ველოდებით და შემდგომ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ზოგადად, საკარანტინო რეჟიმი ჩვეულებრივად მუშაობს. ხედავთ, რომ დისტრიბუცია, პროდუქტებით მომარაგება ჩვეულ რეჟიმშია.

რაც შეეხება გარკვეულ პრობლემებს, გუშინ შეიქმნა მცირედი სირთულე „ლიბერთი ბანკის“ მუშაობასთან დაკავშირებით, პედაგოგების ხელფასთან და განაცხადების მიღებასთან მიმართებით. ცენტრალური ხელისუფლების და ბატონი სოზარ სუბარის ჩართულობით ერთ საათში ეს ყველაფერი მოგვარდა. შეფერხებლად დარიცხულია თანხები და იღებენ.

გიდასტურებთ, რომ 8 სპეციალიზირებული ტექნიკაა შემოსული ბოლნისსა და მარნეულში, რომ ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს. ჩართული ვართ ამ პროცესში და ჯერჯერობთ ამ რეჟიმში ვმუშაობთ“,-აცხადებს რეხვიაშვილი.

მისი თქმით, ქვემო ქართლში ენობრივი ბარიერის პრობლემა არ არსებობს, რადგან საინფორმაციო კამპანია არ წყდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა