წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დღეს შპს „ჰიგიას" წარმომადგენლებმა სპეციალური ხსნარით დაამუშავეს სანატორიუმები, ასევე სასურსათო მაღაზიები და ბანკები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეზინფექცია ჩატარებული აქვს ყველა საჯარო დაწესებულებას, სატრანსპორტო საშუალებებს, დარიგებულია სპეციალური ხსნარები, იგეგმება მრავალბინიანი საერთო საცხოვრებლი კორპუსების დეზინფექცია.

ამ დროისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, ადგილობრივი თვითმმართველობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მხრივ ვითარებას შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 28 მოქალაქე, კორონავირუსით დაინფეცირების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

აკრძალულია საქალაქათაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დღეს დილიდან შეზღუდული გრაფიკით მოძრაობს ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო