ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ჯგუფები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შეწამვლა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოების დაწყებას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ნახიდურში გაეცნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინია გამოცხადებული, ამიტომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცჯგუფები მობილიზებულები არიან და სპეციალური ტექნიკით ხდება ტერიტორიების შეწამვლა. ეს სამუშაოები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების პრევენციას და დაგვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და დაიცვან კარანტინის წესები“ ,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა