ქართული პრესის მიმოხილვა 25.03.2020

"ოცნებას“ ნებაყოფლობით სოლიდარობა ურჩევნია ვიდრე იძულებით

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია მიხვდა, ასეთ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა მას უფრო დააზიანებს

***

"ოცნებას“ ნებაყოფლობით სოლიდარობა ურჩევნია ვიდრე იძულებით

“სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის ინიციატივის განხორციელების საჭიროებას, რომ უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ვერ ხედავს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავს ფონდებში საზოგადოება საკუთარი სურვილით რიცხავს თანხას და არა იძულებით. თანაც თავად სახელმწიფო განაცხადებს ფონდის შექმნის აუცილებლობაზე თუკი ამის საჭიროება დადგება. როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, მოსალოდნელია უმუშევრობის გაზრდა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება. გამოწვევებთან გამკლავება კი მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით იქნება შესაძლებელი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნებას“ ნებაყოფლობით სოლიდარობა ურჩევნია ვიდრე იძულებით / „არ შეიძლება ფონდი ავალდებულებდეს ვინმეს, რაიმე თანხა შეიტანოს“ - რევაზ არველაძე გია ჟორჟოლიანის ინიციატივაზე

"მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან სახელმიწფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების დაცვა საკმარისი არ არის და აუცილებელია თითოეული მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს გამოწვევებთან ბრძოლაში. ამასთან, მოქალაქეებმა, რომლებმაც სამსახური შეინარჩუნეს, სოლიდარობის ფონდში სავალდებულო შენატანი უნდა შეიტანონ. ფონდში აკუმულირებული თანხები კი იმ ადამიანების კოპენსირებას უნდა მოხმარდეს, როლებმაც სამსახური დაკარგეს. ჟორჟოლიანის განცხადებით, გამოწვევებთან გასამკლავებლად ეს თანხები საკმარისი არ იქნება, აუცილებელი გახდება ბიუჯეტის კორექტირება და სხვა ღონისძიებები. ამის შესახებ დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ ჟორჟოლიანის ინიციატივას შესაძლოა სხვებმაც დაუჭირონ მხარი, თუმცა დიდი პერსპექტივა არ აქვს. სახელმწიფო უკვე იწყებს ზრუნვას იმ ადამიანებზე, ვინც უმუშევარი დარჩა. სახელმწიფომ თვითონ უნდა თქვას, თუ ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ დამატებითი სახსრებია საჭირო. თუმცა, არ შეიძლება ფონდი ავალდებულებდეს ვინმეს, რაიმე თანხა შეიტანოს. ფონდში ნებაყოფილობით შეაქვთ შენატანი. ამ ფონდის შექმნის წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ იძულებითი შეტანა, სწორი არ არის”, - დასძენს გამოცემა.

“თუ ეყოლება მხარდამჭერები, პერსპექტივა ექნება, თუმცა ყოველგვარი ფონდის გარეშე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშზე ისედაც შეაქვთ თანხა პარლამენტარებს, ბიზნესმენებს... აქედან გამომდინარე, ცალკე ფონდის შექმნა რას უნდა მოემსახუროს, არ ვიცი. თანაც სახელმწიფო იმათზე იწყებს ზრუნვას, ვინც უმუშევარი დარჩა. თვითონ კორონავირუსის დასამარცხებლადაც შეაქვთ თანხები. ასე რომ, რა პერსპექტივა ექნება ამას, არ ვიცი, ძნელია ამაზე საუბარი, თუმცა თუ რაიმე თანხა აკლდება, ამას სახელმწიფო იტყვის და არ დამალავს. ჩვენ ალბათ შესაბამის და საჭირო კორექტივებს შევიტანთ ბიუჯეტში," - თქვა არველაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია მიხვდა, ასეთ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა მას უფრო დააზიანებს

ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ და ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ თუ როგორი გავლენა იქონია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე? ამაზე ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს, სოციოლოგიური გამოკითხვების გარეშე, ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ხელისუფლების ოპერეტიულმა რეაგირებამ საზოგადოების ნაწილში დადებითი შეფასება ჰპოვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათმა ლიდერებმა ჩვეული რიტორიკა შეიცვალეს, რითაც პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია მიხვდა, ასეთ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა მას უფრო დააზიანებს

“ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან პარტიების რეიტინგს ვაფასებ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა. ამიტომ, რთულია თქვა, რა გავლენა იქონია პარტიების რეიტინგზე. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ ხელისუფლება კორონავირუსის შემოტევას საკმაოდ ორგანიზებულად შეხვდა, იმ მწირი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ამის არდანახვა შეუძლებელია. მენეჯმენტის დეტალები კი გამოჩნდება იმის მიხედვით, უახლოეს მომავალში რამდენად შევძლებთ კორონავირუსის პიკური ფაზის დაძლევას. რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რამდენად ეფექტური იქნება საკარანტინო ზონა და რამდენად მოხდება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა, რაც კორონავირუსის შემოტევამ გამოიწვია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციამ გაიაზრა ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ასეთ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება, დაძაბვა და მათი ჩვეული სცენარებით მოქმედება, პოლიტიკურად, რეპუტაციულად და მორალურად უფრო დააზიანებდათ, ვიდრე ხელისუფლებას. ამიტომაც, აირჩიეს გზა, რომელიც ლოგიკური იყო. სხვა სცენარს მათი მხრიდან მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად შეხვდებოდა და ოპიზიცია უფრო მეტს დაკარგავდა, ვიდრე მიიღებდა," - დასძენს გამოცემა

"ცნობისათვის, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირია. ამასთან, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელებულია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მე-10 პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. შეგახსენებთ, საქართველოში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო