იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სუპერმარკეტების ქსელებსა და საცხობებში არსებული ვითარება პირადად შეამოწმა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სუპერმარკეტების ქსელებსა და საცხობებში არსებული ვითარება პირადად შეამოწმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა სუპერმარკეტების საწყობებში, სადაც პროდუქტების მარაგის კუთხით არსებულ სიტუაციას გაეცნო.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე მარკეტებში მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვის საკითხითაც დაინტერესდა.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული რამდენიმე სადღეღამისო საცხობს ეწვია და ფასის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, თუმცა გაირკვა, რომ ფასი არცერთი სახის პროდუქტზე არ გაზრდილა.

„რეგიონში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით, სუპერმარკეტებში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ არის. ყველანაირი სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს მუშაობა. ყველა სუპერმარკეტი, პურფუნთუშეულის საცხობები ითვალისწინებენ იმ სტანდარტებს, რისი რეკომენდაციაცაა გაცემული. არც მარაგის და არც ფასების მხრივ სანერვიულო არაფერია, ვაკონტროლებთ ყოველდღიურად, რომ მარაგები იყოს შევსებული, ფასებზეც კონტროლი გვაქვს, ასე რომ, ყველა პირველად მოხმარების პროდუქტის შეძენა უპრობლემოდ, უცვლელ ფასად არის შესაძლებელი", - განაცხადა შალამბერიძემ.

მონიტორინგის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს