ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მედიკოსებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.

„მედიკოსები ყველა მოსახლის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში მოქალაქეების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. ოჯახის წევრები კი მოექცევიან მკაცრ თვითიზოლაციაში.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა სოფელ ნახიდურში უკვე შეამოწმეს მარნეულში COVID-19-ით ინფიცირებულ მოქალაქესთან შემხებლობაში მყოფი პირები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს