ბორჯომში რიგებს მოხალისეები არეგულირებენ

ბორჯომში მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ,- ამის შესახებ ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ისინი მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარებისთვის სადილის სახლში მიწოდებას, ასევე ცენტრში, ბანკებთან, სუპერმარკეტებთან და სხვა თავშეყრის ადგილებში რიგების კონტროლს. მოხალისეთა ჯგუფმა კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიაც აწარმოა, გამოცემული ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს.

„ახალგაზრდებმა თემატური პლაკატები თვალსაჩინო ადგილებზეც გამოაკრეს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი, დაკომპლექტებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ჩამოყალიბებული გუნდისა და წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალის მოხალისეებით. მოხალისეები მზად არიან საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთონ სხვა ღონისძიებებშიც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა