ეკატერინე ტიკარაძე - 1000 სწრაფი ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან, აქ არის მაღალი რისკი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მარნეულში 1000 სწრაფი ტესტი ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე არის განკუთვნილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწრაფი ტესტებით ტესტირების ვადა 6 საათის ნაცვლად საათნახევრამდე შემცირდება, რაც პირველი ეტაპისთვის უფრო შემოკლებულ ვადებში პაციენტების ნაკადების მართვის საშუალებას მოგვცემს.

„ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილია აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ კიდევ ველოდებით ტესტების დამატებით რაოდენობას.

1000 ტესტი არის ამ ეტაპზე ჩამოტანილი და ველოდებით კიდევ დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000- ს. საერთო ჯამში, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად, საკმაოდ რთულია მათი მოგროვება და შესყიდვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ტესტები გაკეთდება მარნეულში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა