ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რუსეთში 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ტელემიმართვისას განაცხადა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ხმის მიცემის ახალ თარიღს სპეციალისტები განსაზღვრავენ, რომლებიც სიტუაციას შეაფასებენ და გადაწყვეტენ, თუ როდის იქნება რეფერენდუმის გამართვა უსაფრთხო.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველამ იცის „თუ რამდენად სერიოზული დამოკიდებულება აქვს მას ამომრჩევლების აზრის მიმართ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა აბსოლუტურ პრიორიტეტს მისთვის ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება წარმოადგენს, სწორედ ამიტომაც მან რეფერენდუმის გადატანა გადაწყვიტა“. პუტინმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამასთან, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, პრეზიდენტმა 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი რუსეთში არასამუშაო კვირად გამოაცხადა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება