კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, -ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული პირი კლინიკაში 24 მარტს ტემპერატურის მატებით მოათავსეს, იგი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საკარანტინო სივრცეში იყო გადაყვანილი.

ზაალ მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის აჭარაში კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა.

ცნობისთვის, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი საეჭვო ნიშნით იმყოფებოდა, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მოქალაქეები მედიკოსების მეთვალყურეობას საკარანტინო სივრცეში გააგრძელებენ. აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1700-ზე მეტი პირია მოთავსებული.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 75 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. ინფორმაციისთვის, 75 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია. ბათუმში დადასტურებული შემთხვევა აღნიშნულ სტატისიკაში შედის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა