სამეგრელოში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების პროექტები, ბაღების და სკოლების მშენებლობა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს.

მათივე თქმით,ზუგდიდში, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. პროექტი დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის პრობლემა მოსახლეობას მოეხსნება. სოფელთან დამაკავშირებელი გზა ავარიული იყო და გადაადგილების დროს პრობლემას ქმნიდა.

„გზასთან ერთად ჭკადუაშში ასევე მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც. გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ამ ეტაპის ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა