ანტონიო გუტიერესი - კორონავირუსი ახლა იმ ქვეყნებში ვრცელდება, რომელთაც სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ

კორონავირუსი საფრთხეს მთელი კაცობრიობისთვის წარმოადგენს და ცალკეული ქვეყნების აქტივობები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა.

„ვირუსი ახლა იმ ქვეყნებში ვრცელდება, რომელთაც სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ, მათ შორის იქ, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია. მათ ჩვენი დახმარება სჭირდება“, - აღნიშნა გუტიერესმა.

მისივე თქმით, ვირუსზე ინდივიდუალური პასუხი საკმარისი არ არის.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მილიონობით ადამიანს, რომელთაც სულ მცირე, საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. ეს ადამიანური თანაგრძნობის საკითხია“,- აღნიშნა გუტიერესმა.

იხილეთ ვიდეო: ანტონიო გუტიერესი - კორონავირუსი ახლა იმ ქვეყნებში ვრცელდება, რომელთაც სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა