კახეთის საავადმყოფოები დღეიდან კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებს. რეგიონის მასშტაბით ოთხი კლინიკა მოამზადეს, სადაც პაციენტების მიღება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება მოხდება.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, ადგილზე პაციენტებს აუღებენ ანალიზს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. საავადმყოფომ სხვა პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილა. საავადმყოფო covid19-ით შესაძლო დაინფიცებული 55 პაციენტის მიიღებას შეძლებს.
"დღეიდან უკვე შეგვიძლია პაციენტების მიღება. სრულად ვართ მომზადებული, როგორც კლინიკა, ასევე პერსონალი. კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის მქონე 55-მდე პაციენტზეა გათვლილი, გვაქვს ბოქსირებული, იზოლირებული განყოფილებები", - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ლაბორატორიაში გაგზავნილი კვლევის ყველა პასუხები Covid 19 ვირუსზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა და 452-ია, ხოლო 8 საკარანტინო ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. მათგან არცერთს არ აღენიშნება ვირუსის დამახასიაათებელი სიმპტომი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"