ქვემო ქართლში რწმუნებული - მარნეულში 15 000 ადამიანს, ბოლნისში კი 3 400 ადამიანს შეუმოწმდა ტემპერატურა

მარნეულში 15 000 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ორ მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„რაც შეეხება ტესტირებებს, საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხების პასუხები ნაცვლად 6 საათისა, გვექნება საათ-ნახევარში, რაც აადვილებს საქმიანობას და თვითონ ჰოსპიტალის პერსონალისთვის ზრდის კომფორტს. ამიტომ, რიგები არ არის. მომართვიანობა ჩვეულებრივ რეჟიმშია და კორონავირუსთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს. საკარანტინო ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

დღეს ჩვენი მობილური ჯგუფები ორივე მუნიციპალიტეტში აგრძელებენ ტესტირებას. მარნეულში 15 ათასი ადამიანი შემოწმდა. მათგან მხოლოდ ოთხს ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა არავითარი სიმპტომატიკა გამოხატული არ ჰქონდათ და გამორიცხული იყო კორონავირუსთან კავშირი. ბოლნისში შემოწმდა 3 400 ადამიანი და იქაც არავითარი გართულება არ ყოფილა. ამდენად რამე ცუდი მოლოდინი დღეს არ გვაქვს,“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 10 000 პირბადე და სხვა აუცილებელი აქსესუარები იმ ადამიანებს დაურიგდებათ, რომლებსაც საკარანტინო ზონაში უწევთ საქმიანობა.

„ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში პროდუქტი, საწვავი და მედიკამენტები არის. დღეს მივიღეთ 10 000 ნიღაბი და საჭირო აქსესუარები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განაწილდა და პირველ რიგში, იმ ადამიანებს დაურიგდა, ვისაც ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა უწევს“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მარნეულში 15 000, ბოლნისში კი 3 400 ადამიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა