ქვემო ქართლში რწმუნებული - მარნეულსა და ბოლნისში ბიზნესს დახმარება აღვუთქვით, რომ მოსახლეობამ სამუშაო შეინარჩუნოს

მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივ ბიზნესებს აღვუთქვით დახმარება, რომ ამ მოცემულობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ შეინარჩუნოს სამუშაო, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, მარნეულში 15 ასეთი ბიზნესია, ხოლო ბოლნისში - 32.

„შვიდივე მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მარნეულსა და ბოლნისში, დავიწყეთ ადგილობრივი, რეალურად მოქმედი ბიზნესების შესწავლა, რომლებიც საკარანტინო რეჟიმის პირობებში შეფერხდნენ. ყველა ასეთი ბიზნესი შესწავლილი გვყავს. მარნეულში 15 ასეთი ბიზნესია, ხოლო ბოლნისში - 32. მათთან ვართ კავშირზე და მუშა რეჟიმში. მცირედი შეფერხებებია და ჩვენ მათ აღვუთქვით დახმარება, რომ ამ მოცემულობაში ადგილობრივებმა შეინარჩუნონ სამუშაო, გაგრძელდეს ბიზნესის საქმიანობა და გავუფრთხილდეთ ეკონომიკას შეძლებისდაგვარად,“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა