თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლა აშენდება, 17-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლა აშენდება, 17-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა. სულ მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა - 3 ახალი შენდება, 17 რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 530 ათასი ლარი. მოეწყობა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, კარ-ფანჯრები, სახურავები, ელგაყვანილობა, სპორტული დარბაზები.

სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და საერთო ჯამში 200 მოსწავლე შეაღებს ახალი სკოლის კარებს“, - განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.

სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე 2 416 000 ლარი დაიხარჯება, სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი - 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აიგება, რისთვისაც გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, გამოყოფილია 1 124 000 ლარი.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა