ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, სკვერში გაკეთდა მცირე ზომის სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სკვერში, დაირგო დეკორატიული ხე-მცენარეები, დაიდგა ფანჩატური, ძელსკამები და ურნები. ერთიან კომპლექსში მოექცა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი.

ცნობისთვის, სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა, რაზეც 138787 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს ქუთაისში სულ 10 სკვერი გაკეთდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა