ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თვითიზოლაციაში იმყოფება

კორონავირუსის საეჭვო ნიშნით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პირი მოათავსეს, ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

ექიმების თქმით, მათ ტემპერატურა აღენიშნებათ. მოქალაქეებს მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ ექიმებმა სინჯი უკვე აუღეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი დღეს გახდება ცნობილი.

ამასთან, ექიმების ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, ასევე ქრონიკული დაავადებებიც აქვს. ინფიცირებული 70 წლის მამაკაცია, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია მოთავსებული, 6 კი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. იგი ბოლო პერიოდში გერმანიიდან დაბრუნდა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თვითიზოლაციაში იმყოფება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა