თვითიზოლაციაში მყოფი ბათუმის ინფექციურის დირექტორი - კორონავირუსის საეჭვო ნიშნები არ აღმენიშნება, თავს კარგად ვგრძნობ

კორონავირუსის საეჭვო ნიშნები არ აღმენიშნება, თავს კარგად ვგრძნობ, - ამის შესახებ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ციური აბულაძემ „ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება.

ციური აბულაძე ამბობს, რომ გერმანიაში სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და 14 მარტს საქართველოში დაბრუნდა.

„თვითიზოლაციაში ვარ. 21 თებერვალს, ჯერ კიდევ კორონავირუსი არ იყო დადასტურებული არც გერმანიასა და არც საქართველოში - შვებულება ავიღე და ჩემს შვილთან წავედი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს გერმანიის ქალაქ ბრემენში.

იქ სამი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი. 14 მარტს მიუნხენის გავლით თბილისში ჩამოვედი. თვითიზოლაციას ვექვემდებარები, რადგან ამის პირობები მქონდა. ნათესავმა დამითმო ფართი და ვიმყოფები ცალკე, თვითიზოლაციაში. შაბათს დასრულდება 14 - დღიანი ვადა და ორშაბათიდან სამსახურში შეგიძლიათ მიხილოთ. საეჭვო არაფერია, მედიკოსების მხრიდან მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ ვარ",- განაცხადა ციური აბულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა