რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 7 სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 7 სამხედრო მოსამსახურე წევს და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა ჯარისკაცი მარნეულის საკარანტინო ზონაში არ იმყოფებოდა.

„სამხედრო ნაწილიდან გვყავს რამდენიმე ადამიანი, 7 სამხედრო მოსამსახურეა, ძირითადად ჯარისკაცები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ ახლა ცხელება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება და შესაძლებელია მათი გატესტვაც მოხდეს სათანადო რეჟიმში. პასუხების შემდეგ გადაწყდება სად წავიდნენ, კარანტინის ზონაში გადავლენ თუ თვითიზოლაციაში. მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები, ერთი ჯარისკაცი კი დმანისიდანაა,“- განაცხადა ლევან გოფოძემ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 7 სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა